29.12.2019
2019 წელი მშვიდობიანად გააცილეს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს სტუდენტებმა და პერსონალმა, 2020 წლისადმი მიძღვნილი საახალწლო კარნავალი საკმაოდ მხიარულ და სასიამოვნო გარემოში ჩაატარეს. ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
28.12.2019
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია გილოცავთ შობა ახალ წელს. აკადემიაში სწავლა განახლდება 6 იანვარს.
07.10.2019
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა აკადემიის დირექტორის მოადგილემ - ჟ. პაიჭაძემ, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ პროფესიულ სტუდენტს პროფესიული განათლებისა და ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს არჩევისათვის, აკადემიის მისია, ხედვა, ღირებულებები, მიღწევები და სამომავლო გეგმები სტუდენტებს გააცნეს, სასწავლო პროცესის მენეჯერმა - ლ. ჩიქოვანმა და პროფესიული განათლების მასწავლებლებმა.
შეხვედრა ჩატარდა თბილ გარემოში, ბოლოს გაიჭრა ტორტი.
24.09.2019
კიდევ ერთი წარმატება!
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ს მიენიჭა უფლება განახორციელოს კიდევ სამი ავტორიზებული პროგრამა
1. ფარმაცია(სააფთიაქო)
2. საექთნო განათლება
3. აღმზრდელი
გილოცავთ აკადემიელებო, მრავალი წარმატებისთვის მიგვეღწიოს!




































