12.04.2024
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამა - „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ VET 3 - ის მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარებისა და თვითშეფასების პროცესში მტკიცებულებათა იდენტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
- შეხვედრის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით მტკიცებულებების განსაზღვრის არსებული პრაქტიკის შესახებ.
- პრეზენტაციების შემდეგ, ხუთი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გადანაწილდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები და განხორციელდა დამატებითი მტკიცებულებების იდენტიფიცირება და არსებული მტკიცებულებების გაანალიზება ჯგუფებში შემავალი დაწესებულებების არსებული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
- აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ, სამუშაო ჯგუფებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და კითხვა-პასუხის რეჟიმში ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
- შეხვედრაზე შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-დან ესწრებოდა დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ქ-ნ თეონა კალანდაძე
08.01.2023
2024 წლის 08 იანვარს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ში განხორციელდა 2024 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის განხილვა.
28.12.2023
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიაში გაიმართა საახალწლო ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა აკადემიის პროფესიული სტუდენტები, პროფესიული მასწავლებლები და აკადემიის ადმინისტრაცია. თითოეულმა კურსმა წარადგინა თავისი სუფრა სპეციალობის შესაბამისად.. ღონისძიება წარიმართა მხიარულად , ასევე ნომინაციებით დაჯილდოვდა ყველა კურსი.
ყველას მოგილოცავთ დამდეგ 2024 წელს, ეს წელი ხვავის, ბარაქის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.
20.12.2023
საექთნო განათლების პროფესიული სტუდენტები 2021 წლის მიღება შემაჯამებელი კლინიკური პრაქტიკა - პედიატრია და მოზარდები.
პრაქტიკის ობიექტი - სს ,,ვიანი" - მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი.
მოდულის განმახორციელებელი: პროფესიული განათლების მასწავლებელი (ინსტრუქტორი) მარინა დევაძე, ნინო აბუსერიძე, ლამარა გვალია-ვერძაძე.
საექთნო განათლების პროფესიული სტუდენტები 2021 წლის მიღება შემაჯამებელი კლინიკური პრაქტიკა - პედიატრია და მოზარდები.
პრაქტიკის ობიექტი - სს ,,ვიანი" - მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი.
მოდულის განმახორციელებელი: პროფესიული განათლების მასწავლებელი (ინსტრუქტორი) მარინა დევაძე, ნინო აბუსერიძე, ლამარა გვალია-ვერძაძე.




































