ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA - ს ისტორია

შპსბათუმის მრავალდარგოვანი კოლეჯი მედიცინა დაარსდა 2004 წელს.

2013 წელს შეიცვალა სახელწოდება – შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-თი.

აკადემია ამზადებს ჯანდაცვისა და ბიზნესის სფეროს მიმართულების სპეციალისტებს.

აკადემიის კურსდამთავრებულები დასაქმებული არიან სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, არა მარტო აჭარის რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთა დასაქმების შესახებ აკადემიას აქვს ინფორმაცია.

აკადემიას გააჩნია თანამედროვე სტრუქტურების შესაბამისი ინფრასტრუქტურა – მატერიალურ ტექნიკური ბაზა, საბაზრო მოთხოვნებზე ორიენტირებული, მუდმივად განახლებული სასწავლო გეგმები და პროგრამები.

აკადემია არის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის აქტიური წევრი.

ხარისხიანი მომსახურებისა და მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროდუქტის შექმნით უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრების მომზადებას, რომელთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შეესაბამება თანამედროვე ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

აკადემიაში მოღვაწეობენ როგორც ძირითადი, ასევე მოწვეული პროფესორები.

თუ თქვენ გსურთ ისწავლოთ ჩვენთან, აკადემიის ვებ–გვერდი დაგეხმარებათ გაიგოთ ჩვენს შესახებ სრული ინფორმაცია.

აკადემიის დევიზია -

აკადემიის სლოგანია: აკადემია BPA- პროფესიონალი გახდები აქ!!!....

 

 

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ: 0422 22-71-63 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ