23.04.2022
23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეა.
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით ,, წაიკითხე წიგნები უკეთესი იქნები" სლოგანით დააჯილდოვა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები. სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ბესტსელერები. აკადემიის ინიციატივით აღნიშნული ღონისძიება დაინერგება და ყოველწლიურად განხორციელდება.
02.04.2022
სასწავლო პროცესი.
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია.პსპფარმაცია (სააფთიაქო)ს მეორე სასწავლო წლის სტუდენტები .პრაქტიკული მეცადინეობა-რთული ფხვნილების მომზადების ტექნოლოგია.მოდული: ,,მყარი და რბილი წამლის ფორმების მომზადება".მოდულის განმახორხციელებელი პირი-პროვიზორი, ფარმაცევტ-ორგანიზატორი, პროფ.განათ. მასწავლებელი-მზია ბაკურიძე.
31.03.2022
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს საექთნო განათლების მეორე სასწავლო წლის სტუდენტები კლინიკურ პრაქტიკაზე ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში.
მოდული - ,,კლინიკური პრაქტიკა თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა" .
პრაქტიკის კომპონენტის მასწავლებლები: ინგა კილტავა ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის მთავარი ექთანი, მენტორ-ტრენერი, აკადემიის მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებელი; თამილა ქართველიშვილი ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ანესთეზიის და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი ექთანი, მენტორ-ტრენერი, აკადემიის მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებელი.
10.03.2022
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს საექთნო განათლების, პირველი სასწავლო ციკლის პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ,,ინფექციური დაავადებები".
პრეზენტაცია წარიმართა კითხვა პასუხის რეჯიმში.
პრეზენტაციას ესწრებოდა აკადემიის ადმინისტრაცია, პროფესიული განათლების მასწავლებლები და პროფესიული განათლების სტუდენტები.
პრეზენტაციის ორგანიზატორი - პროფესიული განათლების მასწავლებელი ქ-ნ თამილა შარაბიძე.




































