02.11.2022
2021 წლის 02 ნოემბერს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს პროფესიული განათლების მასწავლებელთათვის ჩატარდა ტრენინგი -,,საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების რესურსები“ ტრენინგის ფასილიტატორი ქ-ნ მზია ბაკურიძე.
ტრენინგზე გაჟღერებული იქნა ავტორიზაციის მეორე სტანდარტის ძირითადი გამოწვევები. ტრენინგი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჯიმში. დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
23.11.2021
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს მონიტორინგი ხუთივე სტანდარტით სრულ შესაბამისობით შეფასდა. აკადემიის დირექცია მადლობას უხდის აკადემიის სტაფს გაწეული წარმატებული საქმიანობისათვის, განსაკუთრებული მადლობა განათლების ხარისხის განვიტარების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/გადამზადების ექსპერტს ქ-ნ მზია ბაკურიძეს გაწეული კონსულტაციისათვის და დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ქ-ნ თეონა კალანდაძეს.
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA №1 სასწავლებელს წარმოადგენს რეგიონში, თავისი ინოვაციური განვითარებით და სიახლეების დანერგვით. აკადემია თავისი ენერგიული და შრომისმოყვარე სტაფით მზად არის მიიღოს პროფესიული განათლების ბაზარზე არსებული სიახლეები, გამოწვევები და დანერგოს აკადემიაში.
მადლობა აკადემიის ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს!
მადლობა აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებს!
14.09.2021
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA მოტივაციური გასაუბრება - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საოფისე საქმე.
12.08.2021
მოგახსენებთ რომ აკადემიის დრირექტორის 12.08.2021წლის №01-22 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა აკადემიის შინაგანაწესში ცვლილება კერძოდ სამუშაო საათები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 10:00სთ დან 18:00სთ მდე. შაბათ დილის 10:00 სთ დან 15:00 სთ მდე. პატივისცემით, თეონა კალანდაძე დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA ქ. ბათუმი, ალ.გრიბოედოვის 67 E-Mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. მობ: 555 98 32 12




































