06.05.2026
2026 წლის 6 მაისი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - აღმზრდელი (2024 წლის მიღება)
მოდული: კვლევა და აღმოჩენა ადრეულ და სკოლამდელ ასაკში
მოდულის განმახორციელებელი: ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხარისხის უზრუნველყოფისა და საგანმანათლებლო პროცესების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კურიკულუმის ექსპერტი, მასწავლებელთა სახლის ტრენერი ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით, პროფესიული განათლების მასწავლებელი ქალბატონი ნათია მალაზონია
დღეს II სასწავლო წლის პროფესიული განათლების სტუდენტებს ჰქონდათ პრაქტიკული აქტივობა.
აქტივობის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ცდა და ექსპერიმენტი ღია მასალების გამოყენებით, რაც განსაკუთრებით საინტერესო და შემოქმედებითი პროცესი აღმოჩნდა.
სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, ბავშვის პერსპექტივიდან შეეხედათ გარემოსთვის — ეკვლიათ საგნები, დაესვათ კითხვები და თავად მიეღოთ პასუხები. საკუთარი გამოცდილებით მათ გააკეთეს მნიშვნელოვანი აღმოჩენები და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რამდენად დიდია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობა ადრეულ ასაკში.
ასეთი ტიპის პრაქტიკული აქტივობები ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, დაკვირვების უნარისა და შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას.
04.05.2026
2026 წლის 4 მაისი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს
რეგიონული სერვისცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა პროფესული განათლების სტუდენტებთან
შეხვედრის მიზანი იყო, სტუდენტების სრულყოფილი ინფორმირება სააგენტოს საქმიანობის, ასევე იმ სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც მათი დასაქმების ხელშეწყობასა და ზოგადად, შრომის ბაზარზე ინტეგრაციას ემსახურება.
ღონისძიების ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ რეგისტრაციის შესაძლებლობა სამუშაოს მაძიებელთა ერთიან სისტემაში, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა სფეროში არსებული ვაკანსიები, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
30.04.2026
2026 წლის 30 აპრილი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: საექთნო განათლება (2025 წლის მიღება)
მოდული : მიკრობიოლოგია
მოდულის განმახორციელებელი: პროფესიული განათლების მასწავლებელი - თამილა შარაბიძე
თემა: მიკრობული ინფექციები;
29.04.2026
2026 წლის 29 აპრილი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: საფინანსო სერვისები
მოდული: ინტერპერსონალური კომუნიკაცია
მოდულის განმახორციელებელი: პროფესიული განათლების მასწავლებელი - თამილა შარაბიძე
თემა: არავერბალური კომუნიკაცია




































