11.09.2025
20.06.2025
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს პ.ს.პ ,,ფარმაცია (სააფთაქო)ს პროფესიული განათლების სტუდენტი ანა მგელაძე პარა-მკლავჭიდში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
ასევე, კონტინენტის პირველობაზე უფროსებს შორის იასპარეზა, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას
14.06.2025
შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA დაარსდა 2004 წელს;
აკადემია 20 წელია უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აკადემიის კურსდამთავრებულები წარმატებით საქმდებიან აკადემიის პარტნიორ და საქართველოში არსებულ პრესტიჟულ კომპანიებში;
აკადემიის წარმატება აკადემიის დამფუძნებლის/ დირექტორის ქალბატონი ჟუჟუნა ზოიძის დამსახურებაა..
ქალბატონი ჟუჟუნა 20 წელია მუხლჩაუხრელად ემსახურება პროფესიულ განათლებას;
2025 წლის 15 მაისს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკადემიას მიენიჭა 6 წლით ავტორიზაცა;
2025 წლის 14 ივნისს აკადემიის დირექტორის დაფინანსებით გაიმართა საზეიმო ვახშამი, სადაც მოწვეულ იქნა აჭარაში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები, აკადემიის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, აკადემიის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პროფესიული განათლების მასწავლებლები..
10 ივნისი
2025 წლის 10 ივნისს ბათუმის საპლიაჟო სპორტულ კომპლექსში გაიმართა პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალი ფეხბურთში. ღონისძიება ჩატარდა ექსტრაკურიკურული აქტივობების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და კოლეჯებს შორის დაახლოების მიზნით. სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს პროფესიული განათლების სტუდენტებმა....




































