კონფერენცია
- Details
- Published on 19 May 2017
10 მაისს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ში ჩატარდა ფარმაცევტის თანაშემწის V საფეხურის სტუდენტთა კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა 12- ზე მეტი ნაშრომი. რომლებიც გამოირჩეოდნენ აქტუალობით, პრაქტიკული ხასიათით და თემატური მრავალფეროვნებით.
თემები (ხელმძღვანელი მზია ბაკურიძე, სოფო ბრუნჯაძე)გამოქვეყნდა კონფერენციის პროგრამაში. ჟიურის თავმჯდომარის ჟ.ზოიძისმიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით საპრიზო ადგილები მოიპოვეს სტუდენტებმა ლიკა სანიკიძემ, თეა გელაძემ, სალომე ქოქოლაძემ, მარიამ ივანაძემ, მალვინა თურმანიძემ, ირმა ქარცივაძემ, ლორიტა ხიმსიაშვილმა, ილონა ლამპარაძემ, ნანა მეფარიშვილმა, მარიამ გოგუაძემ, ნინო დეკანაძემ. სტუდენტებს წარმატებები მიულოცადა სერტიფიკატები გადასცა აკადემიის დირექტორის მოადგილემ ჟუჟუნა პაიჭაძემ .
აკადემიის დირექტორმა ჟუჟუნა ზოიძემ აღნიშნა, რომ სტუდენტური კონფერენციები მნიშვნელოვანი კომპონენტია კვალიფიციური კადრების მომზადებაში და მადლობა გადაუხადა თემების ხელმძღვანელებს ქალბატონ მზია ბაკურიძეს და სოფო ბრუნჯაძეს.









