24.04.2021
- Details
- Published on 06 May 2021
2021 წლის 24 აპრილს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე „შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებაში“.
ტრენინგს უძღვებოდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე.
აღნიშნული ტრენინგის მასალების გამოყენებით 2021 წლის 25 აპრილს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს პროფესიული განათლების მასწავლებლბებისთვის ჩატარდა ტრენინგი.
ტრენინგს უძღვებოდა აკადემიის დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში თეონა კალანდაძე და სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ლელა ჩიქოვანი;
ტრენინგზე განხილულ იქნა:
1) შეფასების პრინციპები პროფესიულ განათლებაში;
2) შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მათი გამოყენება შეფასების სისტემის განვითარებისათვის;
3) სტუდენტთა შეფასების საკითხებში არსებული შიდა რეგულაციები;
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA დიდ მადლობას ვუხდით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ბატონ კახაბერს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისათვის;









