„საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი
2017 წლის 20 თებერვალს გაიმართა „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ის დირექტორის მოადგილემ სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ქ-ნმა ჟუჟუნა პაიჭაძემ. ასოციაციის პრეზიდენტმა ქ-ნი ნინო გომელაურმა ფორუმის მონაწილეებს წარუდგინა 2015-2016 წლების ანგარიში.
შეხვედრა მინისტრთან - ალექსანდრე ჯეჯელავასთან
2016 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში შედგა შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან . შეხვედრაზე განხილულ იქნა პროფესიული განათლების პრობლემები და პერსპექტივები.
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში სწავლა განახლდა
2016 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში სწავლა განახლდა. ვულოცავთ აკადემიის ადმინისტრაციას, პროფესიულ მასწავლებლებს და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით ვულოცავთ პირველ კურსელებს და მადლობას ვუხდით სწორი არჩევანის გაკეთებისთვის.
აბიტურიენტთა მიღება
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2016–2017 სასწავლო წლისათვის ავტორიზებულ და აკრედიტებულ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
- ბანკის ოპერატორი;
- ბუღალტერი;
- ოფისის მენეჯერი (მდივან–რეფერენტი);
- პრაქტიკოსი ექთანი;
- ფარმაცია;
- ექთნის თანაშემწე;
- ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი.
v აკადემიაში მიიღებიან სრული და არასრული საშუალო განათლების მქონე პირები;
v X, XI და XII კლასის მოსწავლეებს სკოლაში სწავლის პარალელურად უფლება აქვთ ისწავლონ აკადემიაში.
მიღება იწარმოებს გასაუბრების წესით.
მისამართი: ქ.ბათუმი,გრიბოედოვის N67
ტელ: 0422 22-71-63
მობ : 593 93-17-91
593 32 37 25
ელ-ფოსტა:
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.