შეხვედრა მინისტრთან - ალექსანდრე ჯეჯელავასთან

2016 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში შედგა შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან . შეხვედრაზე განხილულ იქნა პროფესიული განათლების პრობლემები და პერსპექტივები.
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში სწავლა განახლდა

2016 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში სწავლა განახლდა. ვულოცავთ აკადემიის ადმინისტრაციას, პროფესიულ მასწავლებლებს და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით ვულოცავთ პირველ კურსელებს და მადლობას ვუხდით სწორი არჩევანის გაკეთებისთვის.
აბიტურიენტთა მიღება

ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2016–2017 სასწავლო წლისათვის ავტორიზებულ და აკრედიტებულ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
- ბანკის ოპერატორი;
- ბუღალტერი;
- ოფისის მენეჯერი (მდივან–რეფერენტი);
- პრაქტიკოსი ექთანი;
- ფარმაცია;
- ექთნის თანაშემწე;
- ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი.
v აკადემიაში მიიღებიან სრული და არასრული საშუალო განათლების მქონე პირები;
v X, XI და XII კლასის მოსწავლეებს სკოლაში სწავლის პარალელურად უფლება აქვთ ისწავლონ აკადემიაში.
მიღება იწარმოებს გასაუბრების წესით.
მისამართი: ქ.ბათუმი,გრიბოედოვის N67
ტელ: 0422 22-71-63
მობ : 593 93-17-91
593 32 37 25
ელ-ფოსტა:
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
”საქართველოს კარიტასი”
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-სა და შინმოვლის საერთაშორისო ორგანიზაციის ”საქართველოს კარიტასი” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 2016 წლის 23-27 მაისს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში პრაქტიკოსი ექთნის V საფეხურის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი შინმოვლის საკითხებთან დაკავშირებით. ტრენინგს უძღვებოდნენ შინმოვლის საერთაშორისო ორგანიზაციის ”საქართველოს კარიტასი” სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია მიქაძე და ექთანი ტრენერი ნინო ფერაძე.




































