შეხვედრა მინისტრთან - ალექსანდრე ჯეჯელავასთან
- Details
- Published on 22 September 2016

2016 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში შედგა შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან . შეხვედრაზე განხილულ იქნა პროფესიული განათლების პრობლემები და პერსპექტივები. ასოციაციის წარმომადგენლებმა კერძო კოლეჯების პრობლემებზე ისაუბრეს. მინისტრმა პროფესიული განათლების განვითარების საკუთარი ხედვები წარუდგინა საზოგადოებას.
შეხვედრაზე იმყოფებოდა ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ჟუჟუნა პაიჭაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის და IT მენეჯერი თეონა კალანდაძე









