პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება

მუხლი 49. პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა

49.1.კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება არის სწავლის შედეგების მიღწევის შეფასების მიდგომა, როცა შეფასების პროცესი მთლიანად ორიენტირებულია სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურებაზე;
49.2.შეფასების სისტემა უნდა იყოს ვალიდური, სანდო, ობიექტური, სამართლიანი, გამჭვირვალე:
ა. ვალიდურობა - განსაზღვრავს, შეფასების პროცედურით იზომება თუ არა ის, რისი შეფასებაც არის გამიზნული. შეფასების სისტემა ვალიდურია თუ გამოყენებული შეფასების ინსტრუმენტი რელევანტურია იმ სწავლის შედეგის დადასტურებისათვის, რაც ფასდება;
ბ. სანდოობა - შეფასების სისტემა სანდოა, თუ განხორციელებული შეფასების შედეგები გამყარებულია სათანადო მტკიცებულებებით;
გ. სამართლიანობა - გულისხმობს იმას, რომ შეფასების პროცედურა არის კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი;
დ. გამჭვირვალობა - ნიშნავს იმას, რომ შესაფასებელი პირისათვის წინასწარ ცნობილია შეფასების შესახებ დეტალური მონაცემები, როგორიცაა შესაფასებელი კომპეტენციების სფეროები და ჩატარების დრო, დადასტურების პირობები, მოთხოვნები და სხვა.
49.3.პროფესიულ განათლებაში გამოიყენება შუალედური, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
49.4. კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასების მიმართულებებია: პრაქტიკული დავალება დაკვირვებით, პრაქტიკული დავალება(პროდუქტი როგორც მტკიცებულება) და გამოკითხვა. აღნიშნულთაგან, პირველი ორი პრაქტიკული უნარების შეფასებისათვის გამოიყენება, გამოკითხვა უფრო თეორიული - კოგნიტური ცოდნის შესაფასებლადაა რელევანტური. პროცესზე დაკვირვება არ გამორიცხავს პრაქტიკული დავალების შესრულებისას შემფასებლის მიერ ზეპირი შეკითხვების დასმას. ეს საჭიროა, რათა შემფასებელი დარწმუნდეს, რომ შესაფასებელი პირი ამა თუ იმ მოქმედებას გაცნობიერებულად აკეთებს, რაც ცოდნის ინტეგრირებულად შეფასების შესაძლებლობასაც იძლევა. საკვანძო კომპეტენციების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო მათი შეფასება, როგორც წესი, უფრო ეფექტიანია დარგობრივ კომპეტენციებთან ერთად, ვიდრე დამოუკიდებლად. ამიტომაც შეფასების კრიტერიუმების შედგენისას ყოველთვის სასურველია საკვანძო კომპეტენციებზე აქცენტის გაკეთება
49.5.პრაქტიკული დავალება დაკვირვებით - შემფასებელი აკვირდება შესაფასებელი პირის მუშაობას პრაქტიკული დავალების შესრულების პროცესში. დაკვირვება ხორციელდება სამუშაო ადგილზე, დაწესებულებაში არსებულ ლაბორატორიაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც შესაფასებელი პირი პრაქტიკული დავალებას ახორციელებს. შემფასებელმა წინასწარ უნდა დაგეგმოს დაკვირვების პროცესი, იმის დასადგენად, თუ რამდენად სწორად იყენებს შესაფასებელი პირი ცოდნას, უნარებსა და ყველა რესურსს შედეგის მისაღწევად. ის ფურცლის, შესაფასებელი პირის საქმიანობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ან სხვა საშუალებებით;
49.6.პრაქტიკული დავალება(პროდუქტი როგორც მტკიცებულება) - ეს მიმართულება გულისხმობს არა მარტო შესაფასებელი პირის მიერ შექმნილი „პროდუქტის“ შეფასებას, რომლის მტკიცებულებაც შეიძლება წარმოდგენილი იყოს შექმნილი მაკეტის, დეტალის ან შესაფასებელი პირის მიერ დამზადებული სხვა სახის არტეფაქტის სახით, შექმნილი პროექტი, შედგენილი/შევსებული ხელშეკრულება, შექმნილი CV და ა.შ.; შესაძლებელია „პროდუქტი“ იყოს ასევე შესაფასებელი პირის მიერ ჩატარებული სამაშველო აქტივობა გემზე, იმიტირებული ხანძრის ჩაქრობა და სხვა.
49.7.გამოკითხვა - ეს მიმართულება ძირითადად კოგნიტური, კრეატიული, ანალიტიკური უნარების შესაფასებლად გამოიყენება. გამოკითხვა შეიძლება განხორციელდეს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. წერილობითი შეფასების მტკიცებულებად შეიძლება წარმოდგენილ იყოს, მაგალითად, შესაფასებელი პირის მიერ შევსებული ტესტი, ზეპირი გამოკითხვისას კი შემფასებელი პირის მიერ შევსებული შეფასების ფურცელი;
49.8.შეფასების დროს შესაძლოა განხორციელდეს ჩატარებული შეფასების პროცესის ვიდეოგადაღება, ან შეფასების პროცესს დაესწროს დამკვირვებელი - დარგის სპეციალისტი. რომელიც არ მონაწილეობს უშუალოდ შეფასებაში, არამედ ახდენს პროცესის დაკვირვებას, რათა შეფასება იყოს ვალიდური, სანდო, გამჭვირვალე. დამკვირვებელი შეფასების პროცესზე დასწრებას ადასტურებს შეფასების ინსტრუმენტზე ხელის მოწერით;
49.9.შეფასება დასაშვებია მხოლოდ ვალიდური შეფასების ინსტრუმენტით.
49.10. პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შეფასების პროცესის აუდიო ან ვიდეო ჩაწერა ხორციელდება პროფესიული სტუდენტის თანხმობით; აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი წარმოადგენს შეფასების მტკიცებულებას, რომელიც შეიცავს პროფესიული სტუდენტის პერსონალურ მონაცემებს და მისი განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
49.11. შეფასების პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
1. შესაფასებელი სწავლის შედეგების იდენტიფიცირება;
2. სწავლის შედეგებისათვის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა;
3. შეფასების ინსტრუმენტის შერჩევა/შექმნა;
4. შეფასების ინსტრუმენტის შემოწმება/ვალიდაცია;
5. შეფასების განხორციელება;
6. შეფასების შედეგების გაფორმება და მტკიცებულებათა შენახვა.

მუხლი 50. განმავითარებელი შეფასება
50.1.პროფესიული სტუდენტის მიღწევების, სასწავლო პროცესის სწორად წარმართვის მონიტორინგისათვის გამოიყენება განმავითარებელი შეფასება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, შეფასდეს პროგრამის/მოდულ(ებ)ის სწავლის შედეგების ათვისების ხარისხი და შემდგომი სწავლებისათვის არსებული პოტენციალი, ასევე შეფასდეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მართებულობა და განისაზღვროს მაკორექტირებელი აქტივობები.
50.2.განმავითარებელი შეფასება ახდენს პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მოტივაციას და უზრუნველყოფს მაღალ ჩართულობას შემდგომ საგანმანათლებლო პროცესში;
50.3.განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს ქულების ან არადიფერენცირებული სახით;
50.4.განმავითარებელი/შუალედური შეფასების დროს მიღებული შედეგი მხოლოდ განმავითარებელი ხასიათისაა და არ აისახება საბოლოო შეფასების შედეგზე;
50.5.განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს ზოგადად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის შეფასებასაც. პროფესიული პროფესიულ სტუდენტები მოახდენენ საკუთარი თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ხარისხის მონიტორინგს, ხოლო პროგრამის განმახორციელებელი პირები მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მიიღებენ ჩატარებული საქმიანობის უკუკავშირს, რათა მომავალში გაითვალისწინონდა გააუმჯობესონ სწავლების მიდგომები. ასევე, განმავითარებელი შეფასების პროცესი იქნება ერთგვარი მომზადება შუალედური და განმსაზღვრელი შეფასებისათვის.
50.6.განმავითარებელი/შუალედური შეფასება პროფესიული განათლების მასწავლებელს ეხმარება განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება/განვითარებაშიც.
50.7.პროგრამის განმახორციელებელი პირი თავად განსაზღვრავს განმავითარებელი შეფასების პერიოდს, რაოდენობას და საჭიროების შემთხვევაში ქმნის შეფასების ინსტრუმენტებს და შეფასების შედეგებს იყენებს შემდგომი საქმიანობისათვის.

მუხლი 51. შუალედური შეფასება

51.1 შუალედური შეფასება წარმოადგენს პროგრამის განხორციელების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს. შუალედური შეფასება საშუალებას იძლევა, დავაკვირდეთ პროფესიული სტუდენტის პროგრესს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით და დროულად უზრუნველვყოთ ჩარევა სწავლა-სწავლების პროცესში.
51.2.სწავლების შუალედურ ეტაპზე პროფესიული სტუდენტი აფასებს საკუთარ კომპეტენციას, როგორც თეორიული ცოდნას ისე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ეს პროცესი პროფესიულ სტუდენტს პრაქტიკაში ეხმარება და უწყვეტი გადასინჯვის, შეფასებისა და გაუმჯობესებისათვის საჭირო ბაზას ქმნის.
51.3.შუალედური შეფასება ეხმარება პროგრამის განმახორციელებელ პირებს თვითშეფასებასა და სწავლების, შეფასების მეთოდების განვითარებაში
51.4.შუალედური შეფასების შედეგები შესაძლოა გახდეს საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების/ცვლილების ინიცირების საფუძველი.
51.5.შუალედური შეფასების შედეგად სასურველია შემუშავდეს რეკომენდაციები და რჩევები როგორც ცალკეული პროფესიული სტუდენტის სწავლის შედეგების მიღწევასთან, ისე პროგრამის განმახორციელებელი პირების, პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული მოდულის ფარგლებში განხორციელებული შეფასებისგან განსხვავებით, შუალედური შეფასება ერთიანობაში უყურებს შუალედური შეფასების მომენტისათვის პროფესიული სტუდენტის მიერ განვლილი მოდულების ფარგლებში მიღწეულ სწავლის შედეგებს.
51.6.შუალედური შეფასების მიზანს წარმოადგენს პროფესიული სტუდენტის პროგრესის დადგენა სწავლის შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით და მისთვის აღნიშნულზე განმავითარებელი უკუკავშირის მიცემა.
51.7.შუალედური შეფასების შედეგები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სწავლის შედეგების დადასტურებისათვის, კრედიტის მინიჭებისათვის, ან სტუდენტის სტატუსის განსაზღვრისათვის/შეცვლისათვის;
51.8.შუალედურ შეფასებაზე დასწრება სავალდებულოა ყველა პროფესიული სტუდენტისათვის და წარმოადგენს საკვალიფიკაციო შეფასებაზე დაშვების/კვალიფიკაციის მინიჭების აუცილებელ წინაპირობას.
51.9. შუალედური გამოცდა უნდა ჩატარდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/საგანმანათლებლო პროგრამის სრული სასწავლო ვადის შუა პერიოდში. (მაგალითად: თუ პროგრამის ხანგრძლივობა არის 36 თვე, შუალედური გამოცდა უნდა ჩატარდეს მე-18 თვის დასრულების შემდეგ)პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, როდესაც პროფესიულ სტუდენტს გავლილი ექნება მოდულების შესაბამისი სწავლის შედეგების არანაკლებ 40% და არაუმეტეს 60%)
51.10. შუალედური შეფასების თარიღი და ფორმატი განისაზღვრება კონკრეტული ჯგუფისათვის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით არაუგვიანეს შეფასების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე;
51.11. შუალედური შეფასება გარდა პროფესიული სტუდენტის შეფასებისა ხელს შეუწყობს ზოგადად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის შეფასებასაც.
51.12. პროფესიული სტუდენტის ინფორმირება შუალედური შეფასების თარიღისა და ფორმატის შესახებ ხორციელდება დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა;
51.13. შეფასების ინსტრუმენტი უნდა მოიცავდეს საკითხებს იმ პერიოდისათვის განვლილი მოდულებიდან. შუალედური საგამოცდო ინსტრუმენტების შემუშავება უნდა მოხდეს კოლეჯის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
51.13.1. შუალედური შეფასების თემატიკა არ უნდა გასცდეს სტუდენტის მიერ შუალედური შეფასების ჩატარებამდე გავლილ სწავლის შედეგებს;
51.13.2. შუალედური შეფასება უნდა იძლეოდეს სტუდენტის მიერ მიღწეული კომპეტენციების ჰოლისტური შეფასების შესაძლებლობას;
51.13.3.პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, შუალედური შეფასებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას:
• კომპლექსური დავალება;
• პრაქტიკული დავალება;
• პრეზენტაცია;
• პორტფოლიოს პრეზენტაცია;
• დასრულებული ან მიმდინარე პროექტი;
• პროფესიული სტუდენტის მიერ საკუთარი სწავლის შედეგების ანალიზი თვითშეფასების ანგარიშის მომზადების გზით;
• პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით სხვა ტიპის დავალება/დავალებები.
• სხვა რელევანტური მეთოდები ან მათი კომბინაცია;
51.14. შუალედური შეფასების მიზნით გამოყენებული ინსტრუმენტი ექვემდებარება ვალიდაციას კოლეჯის მიერ დადგენილი წესით;
51.15. სტუდენტის მიერ შუალედური შეფასების დროს შექმნილი მტკიცებულება ინახება კოლეჯში სტუდენტისათვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე/კვალიფიკაციის მინიჭებამდე;
51.16. შუალედური შეფასების დროს აღინუსხება როგორც წარმატებები, ასევე ხარვეზები, რომლის გამოსასწორებლად პროფესიულ სტუდენტს მიეცემა რეკომენდაცია, რაც მას მიღწევების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. შეფასება უნდა ემსახურებოდეს პროფესიულ სტუდენტთა თვითშეგნების ამაღლებას, განვითარებას და პიროვნებად ფორმირებას და არა სასწავლო პროცესში ,,სიმკაცრის”, ,,მომთხოვნელობის”, დანერგვას. შუალედური შეფასების შედეგად მიღებული რეკომენდაციების დახმარებით პროფესიული სტუდენტები გაიუმჯობესებენ მიღწევებს, შემუშავებული კომპონენტები და კრიტერიუმები კი შემფასებლის სუბიექტურობას უნდა გამორიცხავდეს.
51.17. შეფასების კომისიის შემადგენლობა, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით;
51.18. .შუალედური შეფასების კომისია უნდა შედგებოდეს სულ მცირე სამი წევრისაგან, მასში უმეტესობას უნდა ქმნიდეს ის პირები, ვინც არ ღებულობდა მონაწილეობას შესაფასებელი სწავლის შედეგების მიღწევის პროცესში;
51.19. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. დირექტორი უფლებამოსილია ფორს-მაჟორულ სიტუაციაში შუალედური შეფასების პროცესში ჩაანაცვლოს კომისიის წევრი.
51.20. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით;
ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა;
51.21. შუალედური შეფასების ფარგლებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს დიფერენცირებული (ქულობრივი) ან/და არადიფერენცირებული (დადასტურდა/ვერ დადასტურდა) შეფასება, თუმცა აუცილებელია, რომ შუალედური შეფასება განმავითარებელი უკუკავშირით დასრულდეს. შეფასების დასრულებისას უნდა გაანალიზდეს თითოეული შესაფასებელი პირის შედეგი და მოხდეს უკუკავშირი, რაც აღნიშნული გულისხმობს კომენტარს/რეკომენდაციებს პროფესიული სტუდენტის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენის და სწავლის ხელშეწყობის მიზნით.
51.22. შუალედური შეფასების კომისიის შეფასება და რეკომენდაციები აისახება შესაბამის ოქმში;
51.23. შუალედური შეფასების შედეგების შესახებ სტუდენტებს მიეწოდება უკუკავშირი ინდივიდუალურად. ეს შესაძლოა განხორციელდეს როგორც წერილობით ისე ზეპირი გასაუბრების სახით.
51.24.შუალედური შეფასების შედეგები შესაძლოა საფუძვლად დაედოს პროგრამაში ცვლილებების ინიცირებას, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის შეფასებას, მატერიალური რესურსების შეფასებას, მარეგულირებელ აქტებში ცვლილებას ან საგანმანათლებლო სტანდარტებში ცვლილებების ინიცირებას, კოლეჯის კომპეტენციის ფარგლებში;
51.25. საპატიო მიზეზით შუალედურ შეფასებაში მონაწილეობის არმიღების შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია ამ მუხლით დადგენილი პირობებითა და წესით მონაწილეობა მიიღოს განმეორებით შუალედურ შეფასებაში;
51.26.არასაპატიო მიზეზით შუალედურ შეფასებაში მონაწილეობის არმიღების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტი ვალდებულია განმეორებით შუალედურ შეფასებაზე გასვლისათვის გადაიხადოს 50 ლარი.
51.27.საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს:
• ჯანმრთელობის ან ოჯახური მდგომარეობა, რაც ხელს უშლის ძირითად ვადებში შეფასების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას;
• ფორსმაჟორული გარემოება;
51.28. განმეორებითი შუალედური შეფასების ვადები განისაზღვრება კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის წარდგინებით და ეცნობება შესაფასებელ პირს შეფასების ვადის დადგომამდე არაუგვიანეს 7 დღით ადრე.
51.29. შუალედური შეფასების შედეგები არ ექვემდებარება გასაჩივრებას, ვინაიდან შუალედური შეფასება პროფესიული სტუდენტისთვის არ წარმოშობს არანაირ სამართლებრივ შედეგებს. პროფესიული სტუდენტისთვის სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ შუალედურ შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობა, ვინაიდან შუალედური შეფასება წარმოადგენს საკვალიფიკაციო შეფასებაზე დაშვების წინაპირობას.
51.30. კოლეჯმა ყველა პროფესიულ სტუდენტთან, რომლისთვისაც მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულოა შუალედურ შეფასებაში მონაწილეობა, გაფორმებულ ხელშეკრულებაში უნდა ასახოს პროფესიული სტუდენტის შუალედურ შეფასებაში მონაწილეობის ვალდებულება და მისი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგები.
51.31. გარე მობილობის შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ პროფესიულ სტუდენტს გავლილი აქვს მოდულების შესაბამისი სწავლის შედეგების არანაკლებ 40% და არაუმეტეს 60%, უნდა წარმოადგინოს ოფიციალური დოკუმენტი შუალედურ შეფასებაში მონაწილეობის ფაქტის შესახებ.

მუხლი 52. განმსაზღვრელი შეფასება
52.8.განმსაზღვრელი შეფასება ემსახურება მიღწეული სწავლის შედეგის ან შედეგების ერთობლიობის საბოლოო შეფასებას მოდულით განსაზღვრული სწავლის შედეგების შესრულებისა და შეფასების ინსტრუმენტით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად;
52.9.განმსაზღვრელი შეფასებისას გამოიყენება არადიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს სწავლის შედეგის სრულად დადასტურებას და ფასდება შემდეგნაირად: „სწავლის შედეგები დადასტურდა“ ან „სწავლის შედეგი არ დადასტურდა“;
52.10. მოდულის შესაბამისი კრედიტის მისაღებად დადებითად უნდა შეფასდეს მოდულით მისაღწევი ყველა სწავლის შედეგი;
52.11. სწავლის შედეგი მიღწეულად ითვლება, თუ შესაფასებელი პირი დადებითად შეფასდა. შესაძლებელია სწავლის შედეგების ცალ-ცალკე ან რამდენიმე სწავლის შედეგის ერთდროულად დადასტურება;
52.12. განმსაზღვრელი შეფასების პროცესი დასტურდება შესაბამისი შეფასების ფურცლ(ებ)ით და მტკიცებულებ(ებ)ით. შედეგები აისახება უწყისში.
52.13. განმსაზღვრელი შეფასების თარიღი და ფორმატი განისაზღვრება კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმის შესაბამისად;
52.14. პროფესიული სტუდენტის ინფორმირება განმსაზღვრელი შეფასების თარიღისა და ფორმატის შესახებ ხდება კონკრეტული მოდულის დაწყებისთანავე, ხოლო რაიმე ცვლილების შემთხვევაში არაუგვიანეს შეფასების ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე;
52.15. განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება უნდა მოხდეს კოლეჯის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
52.15.1. განმსაზღვრელი შეფასების თემატიკა არ უნდა გასცდეს სტუდენტის მიერ გავლილ კონკრეტულ სწავლის შედეგებს/თემატიკას;
52.15.3.მოდულის სპეციფიკის გათვალისწინებით, განმსაზღვრელი შეფასებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას:
• ტესტი;
• წერილობით შესრულებული ან პრაქტიკული პროექტი;
• პრაქტიკული დავალება;
• პრეზენტაცია;
• პორტფოლიოს პრეზენტაცია;
• სხვა რელევანტური მეთოდები ან მათი კომბინაცია;
52.16. განმსაზღვრელი შეფასების მიზნით გამოყენებული ინსტრუმენტი ექვემდებარება ვალიდაციას კოლეჯის მიერ დადგენილი წესით;
52.17. სტუდენტის მიერ განმსაზღვრელი შეფასების დროს შექმნილი მტკიცებულება ინახება უწყისის გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში;
52.18. განმსაზღვრელ შეფასებას ახორციელებს მოდულის განმახორციელებელი პირი, მოწვეული შემფასებელი პირი ან შეფასების კომისია.
52.19. მოდულის განმახორციელებელი პირის, მოწვეული შემფასებელი პირის ან შეფასების კომისიის გარდა შეფასების პროცესს შესაძლოა ყავდეს დამკვირვებელი. რომელიც შესაძლოა იყოს როგორც კოლეჯის წარმომადგენელი , ისე მოწვეული გარე პირი.
52.20. შეფასების კომისიის შემთხვევაში კომისიის შემადგენლობა, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით;
52.21. განმსაზღვრელი შეფასების კომისია უნდა შედგებოდეს სულ მცირე სამი წევრისაგან, მასში უმეტესობას უნდა ქმნიდეს ის პირები, ვინც არ ღებულობდა მონაწილეობას შესაფასებელი პირის სწავლის შედეგების მიღწევის პროცესში;
52.22. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. დირექტორი უფლებამოსილია ფორს-მაჟორულ სიტუაციაში განმსაზღვრელი შეფასების პროცესში ჩაანაცვლოს კომისიის წევრი.
52.23. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით;
52.24. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა;
52.25. განმსაზღვრელი შეფასების ფარგლებში გამოიყენება არადიფერენცირებული
(დადასტურდა/ვერ დადასტურდა) შეფასება.
52.26. განმსაზღვრელი შეფასების შედეგები აისახება შესაბამის შეფასების უწყისში;
52.27. განმსაზღვრელი შეფასების შედეგების შესახებ სტუდენტებს მიეწოდება უკუკავშირი ინდივიდუალურად. ეს შესაძლოა განხორციელდეს როგორც წერილობით ისე ზეპირი გასაუბრების სახით.
52.28. საპატიო მიზეზით განმსაზღვრელ შეფასებაში მონაწილეობის არმიღების შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია ამ მუხლით დადგენილი პირობებითა და წესით მონაწილეობა მიიღოს განმეორებით შეფასებაში;
52.29. განმეორებით შეფასებაზე გასვლის უფლება პროფესიულ სტუდენტს ეძლევა ორჯერ. განმსაზღვრელი შეფასების პროცესზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით) ან განმსაზღვრელ შეფასებაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია პირველ განმეორებით შეფასებაზე გასვლა დამატებითი ღირებულების გადახდის გარეშე, ხოლო მეორე განმეორებით შეფასებაზე გასვლა ფასიანია. ფასი განისაზღვრება პროფესიულ სტუდენტთან/კანონიერ წარმომადგენელთან გაფორმებული სასწავლო .ხელშეკრულებით
52.30. საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს:
• ჯანმრთელობის ან ოჯახური მდგომარეობა, რაც ხელს უშლის ძირითად ვადებში შეფასების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას;
• ფორსმაჟორული გარემოება;
52.31. განმეორებითი შეფასების ვადები განისაზღვრება კოლეჯის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი კონკრეტული პროგრამის სასწავლო გეგმის გათვალისწინებით. ეცნობება შესაფასებელ პირს შეფასების ვადის დადგომამდე არაუგვიანეს 2 დღით ადრე.
52.32. განმსაზღვრელი შეფასებისას გამოიყენება არადიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს სწავლის შედეგის სრულად დადასტურებას და ფასდება შემდეგნაირად: „სწავლის შედეგები დადასტურდა“ ან „სწავლის შედეგი არ დადასტურდა“;
52.33. ერთი შეფასების ინსტრუმენტით შესაძლოა დადასტურდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე სწავლის შედეგი გაერთიანებულად.
52.34. შედეგების შეფასება/დადასტურება ძირითადად ხორციელდება მოდულის დასრულების შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოდული არ წარმოადგენს სხვა მოდულის დაშვების წინაპირობას შედეგის დადასტურება უნდა მოხდეს პროგრამის დასრულებამდე. შესაძლოა კონკრეტული შედეგი დადასტურდეს მოდულის მიმდინარეობის პროცესშიც, თუ განმახორციელებელმა პირმა ამოწურა კონკრეტულ შედეგთან დაკავშირებული ყველა საკითხის სწავლება და თვლის, რომ პროფესიული სტუდენტები მზად არიან შედეგის დასადასტურებლად. აღნიშნულ შემთხვევაში სტუდენტისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი შეფასების მსგავსი მიდგომის შესახებ.
52.35. იმ მოდულის სწავლის შედეგები, რომელიც წარმოადგენს სხვა მოდულის წინაპირობას უნდა დადასტურდეს ასეთი მოდულის დაწყებამდე. ხოლო მოდულების დასრულება დაწყებას შორის დაცული იყოს გონივრული ვადა რაც საჭიროა განმეორებითი შეფასების ადმინისტრირებისათვის.

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ:577471577 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ