პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

მუხლი 28. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

28.1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტად განიხილება დაწესებულებისა და პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან განთავისუფლება პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის უფლების გარეშე;
28.2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობა;
გ) პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლა;
დ)მობილობით გადასვლა სხვა სასწავლო დაწესებულებაში;
ე) ყალბი დოკუმენტის ან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენა ან ისეთი ინფორმაციის წარუდგენლობა, რაც გავლენას იქონიებდა პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე;
ვ) სტუდენტის მხრიდან სტუდენტის დისციპლინური გადაცდომა, რომელიც დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით და კოლეჯის სამართლებრივი აქტებით, და ასევე პრაქტიკის ობიექტზე განსაზღვრული მოთხოვნების საწინააღმდეგო ქმედება.კოლეჯის დადგენილი წესის შესაბამისად ;
ზ)თუ ჩარიცხვის დროს შერჩევა განხორციელდა ეროვნული უმცირესობის ენაზე (რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე).სწავლება დაიწყო ქართული ენის მოდულით. ქართული ენის
მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
თ)კვალიფიკაციის მინიჭება
თ)სასწავლო ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 28.3.პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე პროფესიული სტუდენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი კოლეჯის დირექტორის სახელზე წარადგენს პირად განცხადებას. პირად განცხადებაში მითითებული პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის მიზეზის შინაარსი არ შეიძლება გახდეს პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეწყვეტაზე უარის თქმის საფუძველი;
28.4.ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საჭიროების დადგომისას, კოლეჯის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი მოხსენებითი ბარათით მიმართავს კოლეჯის დირექტორს. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის მოხსენებით ბარათში აღწერილი უნდა იქნეს პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარემოება და დოკუმენტს დაერთოს შესაბამისი მტკიცებულება, არსებობის შემთხვევაში;
28.4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოიცემა დირექტორის ბრძანება და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში მონაცემები შეიტანება
„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვალის N11/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ შესაბამისად;
28.5.პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულების მოშლას, რაც არ ანთავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულების მოშლამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი ურთიერთ ვალდებულებების შესრულებისგან;.
28.6.პირის მიერ, რომელსაც შეუწყდა პროფესიული სტუდენტის სტატუსი, მოთხოვნის შემთხვევაში კოლეჯი გონივრულ ვადებში, არაუგვიანეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადისა, უზრუნველყოფს მოთხოვნილი დოკუმენტების გაცემას მისი პირადი საქმიდან;
28.7.პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით;
28.8.პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ:577471577 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ