პროფესიული სტუდენტის უფლებები და მოვალეობები

2.3. „პროფესიული სტუდენტი“ უფლებამოსილია:


2.3.1. მიიღოს ხარისხიანი პროფესიული განათლება;
2.3.2. საქართველოს კანონმდებლობითა და კოლეჯის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით ისარგებლოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საინფორმაციო საშუალებებით, ბიბლიოთეკითა და კოლეჯის მიერ მიწოდებული სხვა რესურსებით;
2.3.3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული სტუდენტის მობილობის უფლებით;
2.3.4. მიიღოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია კოლეჯში არსებული მარეგულირებელი დოკუმენტების შესახებ;
2.3.5. მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და კოლეჯის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაასაჩივროს შეფასების შედეგი/მიმდინარე შეფასება;
2.3.6. გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება;
2.3.7. განახორციელოს მისთვის კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები;
2.3.8. მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია სათანადო პირებისგან საგანმანათლებლო პროგრამების, შედეგების დადასტურების ჩატარების ვადებისა და ფორმატის, პროფესიული სტუდენტის ადმინისტრაციული მხარდაჭერის თაობაზე;
2.3.9. განმეორებით შეფასებაზე გასვლის უფლება პროფესიულ სტუდენტს ეძლევა ორჯერ. განმსაზღვრელი შეფასების პროცესზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით) ან განმსაზღვრელ შეფასებაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია პირველ განმეორებით შეფასებაზე გასვლა დამატებითი ღირებულების გადახდის გარეშე, ხოლო მეორე განმეორებით შეფასებაზე გასვლა ფასიანია (იხ. მუხლი N3.);
2.3.10. ისარგებლოს კოლეჯის მიერ და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.

2.4.პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:
2.4.1.განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით, კოლეჯის დებულებით, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით, წინამდებარე ხელშეკრულებით და კოლეჯის სხვა მარეგულირებელი დოკუმენტებით განსაზღვრული ვალდებულებები და სტუდენტის სწავლის პერიოდში გამოცემული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
2.4.2. გაითვალისწინოს კოლეჯის ხელმძღვანელობის, ადმინისტრაციული პერსონალისა და პროფესიულ მასწავლებელთა მითითებები;
2.4.3. კოლეჯის მიერ დადგენილი გრაფიკით გამოცხადდეს სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად (საკონტაქტო საათებზე/შედეგების დადასტურებაზე);
2.4.4. იყოს ჩართული სასწავლო პროცესში;
2.4.5.გაუფრთხილდეს კოლეჯის პრესტიჟს;
2.4.6.სისტემატურად შეამოწმოს ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტა, ელექტრონული მისამართის შეცვლისთანავე არაუგვიანეს შეცვლიდან ერთ დღეში შეატყობინოს კოლეჯს ახალი ელექტრონული მისამართი. დააფიქსიროს/განაახლოს პირადი მონაცემები (მათ შორის საკონტაქტო ტელეფონისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ), გაეცნოს კოლეჯის ადმინისტრაციის და პროფესიული მასწავლებლის მიერ გამოგზავნილ დავალებას/შეტყობინებას/აქტებს, როგორც შესასრულებლად სავალდებულოს;
2.4.7.არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სასწავლო პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებაში შეფერხება ან შეუშალოს ხელი სხვა პროფესიულ სტუდენტებს განათლების მიღებაში;
2.4.8.უზრუნველყოს კოლეჯის კუთვნილი ქონების, მოწყობილობებისა და მასალების სათანადოდ მოპყრობა და დაცვა, არ შეუქმნას საფრთხე სხვის უფლებებსა და საკუთარ ან სხვის ჯანმრთელობას;
2.4.9.საგანმანათლებლო პროცესის განმავლობაში მისი ბრალეულობით რაიმე ზიანის დადგომის შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზიანი;
2.4.10. დიპლომის აღებამდე პროფესიული სტუდენტი ვალდებულია დააბრუნოს კოლეჯის ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა წიგნი/საგანმანათლებლო რესურსი, რაც დასტურდება ბიბლიოთეკარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით;
2.4.11.დადგენილ ვადაში გადაიხადოს სწავლის საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ:577471577 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ