პირველი გაფართოებული სხდომა
- Details
- Published on 22 November 2013
22.11.2013
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში 2013 წლსი 21 ნოემებრს გაიმართა აკადემიის პირველი გაფართოებული სხდომა, როემლსაც ესწრებოდნენ აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალი,პროფესიული განათლების მასწავლებლები და პარტნიორი დამსაქმებელები.
გაფართოებული სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1.შპს ბათუმის მრავალდარგოვანი პროფესიული კოლეჯი მედიცინას სახელწოდების ცვლილება - შპს ბათუმის საზოაგადოებრივი აკადემია BPA-ს სახით, ახალი ლოგოს პრეზენტაცია, სახელწოდების ცვლილების მიზეზების მიმოხილვა, 21 ნოემბრის აკადემიის დღედ გამოცხადება;
2. აკდემიის განვითარების კონცეფციისა და სტრატეგიის ზოგადი პრიორიტეტების დეკლარირება;
3. დირექტორის მოადგილის - ბადრი გეჩბაიას პრეზენტაცია - ვემზადებით ავტორიზაციისათვის;
4. აკადემიის ავტორიზაციის სამ სტანდარტთან (1. მატერიალური რესურსი; 2. საგანმანათლებლო პროგრამები; 3. ადამიანური რესურსი) შესაბამისობის გადამოწმების მიზნით სამი სამუშაო ჯგუფის შექმნა, მათი მუშაობის პროცედურებისა და სავარაუდო ვადების განსაზღვრა;
5. შემდგომი გაფართოებული სხდომის თარიღისა და სავარაუდო საკითხების ჩამონათვალის განსაზღვრა.
შენიშვნა: სხდომაზე განხილული საკითხები და მასზე გამოთქმული მოსაზრებები ასახულ იქნა სხდომის ოქმში, რომლის ელ-ვერსია განთავსებული იქნება აკადემია BPA -ს ვებ-გვერდზე