შეფასების დღე
- Details
- Published on 11 March 2014
2014 წლის 10 მარტს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიაში BPA ჩატარდა შეხვედრა პროფესიულ მასწვლებელთათვის პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასების სისტემის საკითხებზე.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორცილების უმთავრეს მიზანს სწავლის შედეგებზე გასვლა წარმოადგენს. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროგრამის განმახორციელებელი თითოეული კომპონენტის შეფასების მეთოდების, ინტსტრუმენტების, კრიტერიუმებისა და შეფასების ადმინისტრირების პროცედურების სწორი, ადექვატური და თანმიმდევრული ფორმირება და განხორციელება. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროფესიულმა მასწავლებლებმა მიიღეს პასუხები მათთვის საჭირო საკითხებთან დაკავშირებით.