სტუდენტთა I კონფერენცია
- Details
- Published on 19 May 2014
2014 წლის 17 მაისს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA ში ჩატარდა სტუდენტთა I კონფერენცია.
კონფერენციის მიზანი იყო პროფესიულ სტუდენტებს წამოეწიათ ცალკეული თემები და ემსჯელათ მის გარშემო.
კონფერენციის თემატიკა ძირითადად შემდეგ სფეროებს ეხებოდა:
1. ბიზნესის ადმინისტრირება;
2. მედიცინა.
კონფერენციაში გარდა ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA – ს სტუდენტებისა მონაწილეობა მიიღეს და საკმაოდ საინტერესო და აქტუალურ თემებზე წარადგინეს პრეზენტაციები ბათუმის სამედიცინო–პედაგოგიური კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა.
კონფერენციის დასასრულს მონაწილე სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ.