სპორტული ჩემპიონატი მინი ფეხბურთში.
- Details
- Published on 30 December 2014
28. 12. 2014
2014 წლის 25-27 დეკემბერს აჭარის პროფესიული სასწავლებლების გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო სტუდენტთა სპორტული ჩემპიონატი მინი ფეხბურთში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 4 პროფესიული სასწავლებლის 6 გუნდი
მონაწილე გუნდები:
- ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია-BPA
- ბათუმის სამედიცინო აკადემია-BMA
- ბათუმის სსიპ პროფესიული კოლეჯი,,ბლექსი’’ - ,,ბლექსი’’-1 და ,,ბლექსი’’-2
- ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ,,ანრი’’ - ,,ანრი’’-1 და ,,ანრი’’-2
დაძაბული ბრძოლის შედეგად გამოვლინდა ჩემპიონატის პრიზიორები: პირველი საპრიზო ადგილი- ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიას ,,BPA"; მეორე საპროზო ადგილი სსიპ პროფესიულ კოლეჯი ,,ბლექსი’-1’; მესამე საპრიზო ადგილი ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ,,ანრი’-2’,რომლებიც საპატიო თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, ასევე მონაწილე სასწავლებლებს და სტუდენტებს გადაეცათ სიგელები.
ყველა პრიზიორს ვულოცავთ წარმატება!