ტრენინგი ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიაში BPA -ში
- Details
- Published on 17 March 2015
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-სა და შინმოვლის საერთაშორისო ორგანიზაციის ”საქართველოს კარიტასი” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 2015 წლის 9–13 მარტს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიაში BPA სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისათვის ჩატარდა ტრენინგი შინმოვლის საკითხებთან დაკავშირებით. ტრენინგს უძღვებოდნენ შინმოვლის საერთაშორისო ორგანიზაციის ”საქართველოს კარიტასი” სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია მიქაძე და ექსპერტი ლია ფეტვიაშვილი.
ტრენინგის დასრულებისას მასში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა სერთიფიკატები.