,,უცნობი ლექსების პრეზენტაცია.“
- Details
- Published on 07 May 2015
2015 წლის 5 მაისს ბათუმის საზოგადოებრივაკადემია BPA-ში ჩატარდა ღონისძიება თემაზე ,,უცნობი ლექსების პრეზენტაცია.“
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამიპროფესიული სასწავლებლის სტუდენტებმა, საკუთარი ლექსები წაიკითხეს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული პროგრამის სტუდენტმა ლია წულაძემ, ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულმა სტუდენტმა თამარ ბერიძემ და ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსტიტეტის სტუდენტმა ნანა უგულავამ , ასევე მონაწილეობა მიიღეს მხატვრულ კითხვაში სამედიცინო აკადემიის სტუდენტმა შოთა ლომინაძემ და საზოგადოებრივი აკადემიის სტუდენტმა ზემფირა აკოპიანმა. ღონისძიება თბილ გარემოში მიმდინარეობდა .
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის ჯანდაცვის სკოლა.ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებისთვის ფართო გზის დალოცვა. აკადემიის მასწავლებლებმა ისაუბრეს, რომ მკითხველს მოვლა უნდა ერთგულება, ერთსულოვნება...და რაც მთავარია ნდობა. „თუ გინდა გაგიგოს, შენც უნდა გესმოდეს მისი“...