„ EFQM სრულყოფის მოდელის"დანერგვის ვალიდაცია
- Details
- Published on 11 September 2015
2015 წლის 10 სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა „ EFQM სრულყოფის მოდელის"დანერგვის ვალიდაცია, რომელიც „EFQM-ის გზით სრულყოფაზე ორიენტირებული განვითარების "პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) საზოგადოების ხელშეწყობით განხორციელდა.
პროექტში ჩართული იყო პროფესიული განათლების განმახორციელებელი 6 კოლეჯი. კოლეჯებმა წარმატებით გაიარეს ვალიდაციის პროცესი და მოიპოვეს EFQM-ის C2E საფეხურის აღიარება, რაც ადასტურებს, რომ ამ ორგანიზაციებს აქვთ გაუმჯობესებისა და განვითარების პოტენციალი, რომლებიც საქმიანობისას სისტემატურად იყენებენ და ხელს უწყობენ პროცესების: სწავლისა და გაუმჯობესების კულტურის დანერგვას.
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ს ევროპის ხარისხის მენეჯმენტის ფონდის (EFQM) საერთაშორისო სერთიფიკატი მიენიჭა