ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში თვითშეფასების პროცესი განხორციელდა
- Details
- Published on 20 May 2016
მიმდინარე წლის 19 მაისს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის მოდელის EFQM „გზა სრულყოფისაკენ“ დანერგვის მიზნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან ქალბატონ მარინა ჟვანიას და ბატონ გიორგი ჭანტურიას ხელმძღვანელობით ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში თვითშეფასების პროცესი განხორციელდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ აკადემიის როგორც ადმინისტრაციული, ასევე აკადემიური პერსონალი.
თვითშეფასების მიზანი გახლავთ დაწესებულების თავსებადობის დადგენა ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან. საინტერესო და დინამიური პროცესის დასასრულს გამოიკვეთა დაწესებულების ძლიერი მხარეები, ასევე ის სფეროები, რომელთა განვითარებაზეც განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს.
აღნიშნული პროცესის ბოლოს, ქალბატონმა მარინამისაუბრა EFQM ხარისხის მნიშვნელობის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დააფიქსირა საკუთარი შეხედულება თუ რამდენად ეფექტურად წარიმართა მიმდინარე შეფასების პროცესი BPA-ში. მან აკადემიას ასევე მისცა რეკომენდაციები, შემდგომი განვითარებისათვის.









