სტუდენტთა I კონფერენცია
2014 წლის 17 მაისს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA ში ჩატარდა სტუდენტთა I კონფერენცია.
კონფერენციის მიზანი იყო პროფესიულ სტუდენტებს წამოეწიათ ცალკეული თემები და ემსჯელათ მის გარშემო.
კონფერენციის თემატიკა ძირითადად შემდეგ სფეროებს ეხებოდა:
სამუშაო შეხვედრა
6 მაისს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში შედგა სამუშაო შეხვედრა პრაქტიკოსი ექთნის მეოთხე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მოწვეული იყო შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექთანიგუგული დიასამიძე, შეხვედრას წინ უძღოდა ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს დირექტორის და შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის მალხაზ ხალვაშის მოლაპარაკება, პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული პროგრამის შემუშავებაში დახმარების გაწევის თაობაზე.
საქველმოქმედო აქცია!
2014 წლის 13 აპრილს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციაში გაერთიანებულმა სასწავლებლებმა მონაწილეობს მიიღეს საქველმოქმედო აქციაში, რომელიც მთელი საქრთველოს მასშტაბით მოეწყო. ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA – ს ადმინისტრაციამ და პერსონალმა, სტუდენტებმა ასევე გამოიჩინეს გულისხმიერება და საკუთარი, მოკრძალებული წვლილიც შეიტანეს ამ აქციაში რომელებიც ბათუმის მცირე ბავშვთა სახლს ესტუმრენ.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მეორე ფორუმი
21 მარტს შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა საქართველოს კერძო კოლეჯების მეორე ფორუმი. ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ჯანდაცვის სამინისტროს, სხვა სახელისუფლებო სტრუქტურების, გერმანიი სსაელჩოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორი ბიზნეს ორგანიზაციების, საქართველოს კერძო კოლეჯების წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები.